ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი დააკავეს

ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი, რომლის დაპატიმრების ორდერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იყო გაცემული, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავეს, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ერჩელი თმისა და სისხლის ნიმუშების ასაღებად სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირის დაკავების ორდერი გასცა. აქედან 14 ორი დღის წინ დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.