არქივი22 მარტი, 2025, 11:50
ცნობილია 23 წლის ბიჭის ვინაობა, რომელსაც ამწეზე დენმა დაარტყა და დაიღუპა

რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლამდე კაცი დაიღუპა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა კაცი ამწეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ამწე ელექტროგადამცემ სადენებს შეეხო, დენის დარტყმის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა.
დაღუპული 23 წლის დათო ბერიძეა. ის ბათუმელი იყო და რუსთავში სამუშაოდ იყო ჩასული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.