ცნობილია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა

საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი იქნება.
კომისიის შემადგენლობა ასეთია:
· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;
· ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
· საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ;
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ;
· მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი;
· კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 24 დეკემბრის მოწოდების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს.
“შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, – ევროპულთან შედარებით, – განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.
მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც. საპარლამენტო უმრავლესობამ გამოხატა მზაობა, სპეციალური კომისიის შექმნისთვის.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა