ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

წუხელ, დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია საკანელაშვილი ემსხვერპლა. მომხდარ ტრაგედიაზე, ადგილობრივი მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.
მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. მისი გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“