პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილია, იქნება თუ არა კვარაცხელია "ლაციოსთან" ძირითად შემადგენლობაში?

ცნობილია, იქნება თუ არა კვარაცხელია "ლაციოსთან" ძირითად შემადგენლობაში?

დღეს, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" "ლაციოს" უმასპინძლებს.
გუნდები ერთმანეთს გასულ კვირას კოპა იტალიაზე დაუპირისპირდნენ, სადაც რომაელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს.
აღნიშნული შეხვედრა "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
Areanapoli-ს ცნობით, ამჯერად ქართველი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს და მეტოქის საჯარიმოსთან ხიფათის შექმნას რომელუ ლუკაკუსთან და მატეო პოლიტანოსთან ერთად შეეცდება.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.