არქივი15 სექტემბერი, 2024, 17:08
ცნობილია თანხა, რომელსაც მერაბ დვალიშვილი მიიღებს

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო’მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
The Sportster-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი ო’მალის დამარცხებით ბონუსების ჩათვლით 500 000 დოლარს მიიღებს.
დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.