არქივი5 აგვისტო, 2024, 16:53
ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "იბერია", თუ "ბასაქშეჰირის" ბარიერს დაძლევს
შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ევროტურნირზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის "იბერიას" შესაძლო მეტოქე გაირკვა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილების თურქული "ბასაქშეჰირის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ან ირლანდიულ "სენტ პატრიკ ატლეტიკსს" ან აზერბაიჯანული "საბაჰს" დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციისთვის, "იბერია" "ბასაქეშჰირთან" პირველ მატჩს თბილისში 11 აგვისტოს, თურქეთში განმეორებითს კი 15 აგვისტოს გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.