არქივი28 მარტი, 2024, 08:07
ცნობილია ვინ იმღერებს წელს Black Sea Arena-ზე
Black Sea Arena დაგეგმილი კონცერტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. წელს შეკვეთილში იმღერებენ One Republic-ი (10 მაისი), Scorpions-ი (31 მაისი), Jungle-ი (18 აგვისტო). არენის სეზონს დაემატება კიდევ ერთი საერთაშორისო და ორი ქართული ღონისძიება.
ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე მსურველები OneRepublic-ის ბილეთების შეძენას შეძლებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.