ცნობილია, გამართავს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს არ ჩაატარებს.
"2 ივნისს შევიკრიბებით სრულად. შეკრებას გავივლით ავსტრიაში, რადგან წინასწარ შეთანხმებულ ნაკრებებთან ამხანაგურები თბილისში, მათი უარის გამო აღარ გამოვა, რადგან ისინიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ", - განაცხადა იაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.