ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას და NATO-ს, სისულელეა - პუტინი

ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას, არის სისულელე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
პუტინის თქმით, დასავლეთი აღნიშნულ ცნობებს საკუთარი მოსახლეობის შესაშინებლად ავრცელებს.
„ჩვენ არ გვაქვს აგრესიული განზრახვები ამ სახელმწიფოების მიმართ. შესაძლებლობა, რომ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, ეს არის სრული სისულელე. კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი არც NATO-სთან ომს აპირებს, რადგან განსხვავება 2 ქვეყნის სამხედრო ხარჯებში საკმაოდ დიდია: 2022 წელს აშშ-ს $811 მლრდ-ის სამხედრო ხარჯი ჰქონდა, ხოლო რუსეთს 72 მლრდ.
„ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ომს NATO-თან, ეს სრული სისულელეა“, – განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.