“ციხე დატოვეს პატიმრებმა და შეავსეს ბო@@ბმა… ოქტომბერში ან ფარით ან ფარზე!” – მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:

ათას ლეშზე(არ შემეშალა, რასაც თქვენ ახტებით, იმას ლეში ქვია) გადამხტარი უგვანოები, სხვას გათხოვებას უთვლიან,
“თვლა” გიაურთა ლექსიკაში საკვანძო სიტყვაა.
ქვეყნის გადამრჩენელს და მეცენატს ფულს უთვლიან, თავად უპატრონი ძაღლისთვის მოკბეჩილი პურიც არ გადაუგდიათ, სამაგიეროდ დაძღნენ ქვეყნის ამომგდებთა გრანტებით.
მკვლელების ცოლები უბიწობაზე საუბრობენ,
უტვინოები ჯკუაზე გვებაასებიან,
ჯალათები პოლიტიკას გვიგეგმავენ,
ცვედანები ერთგულებას ქადაგებენ,
საქართველოს გამყიდველები და ომის დროს დედა სამშობლოდან გაქცეულები, ქვეყნის სიყვარულს გვასწავლიან,
ვინც კბილი, კოსტუმი და ლოგოპედი მოირგო, ყველა ლორწოდ იქცა.
ციხე დატოვეს პატიმრებმა და შეავსეს სამ კატეგორიად გაყოფილმა
ბო@@ბმა:
1. ვყიდი სამშობლოს იაფად
2. ვყიდი სხეულს სარფიან ფასად
3. ვყიდი სულს ,ან ვცვლი ევროკავშირის დროშაზე.
ნომრიან აგენტურას “ჟურნალისტები” დაარქვეს,რითაც ოდესღაც საამაყო პროფესია სრულად დაკნინდა.
კოჭშიშველა ბიჭუნებმა წვერი მოუშვეს, ზოგიერთებმა გაპარსულ წვერს ნამუსიც მიაყოლეს.
ვიღაცეები გაყიდულან,
ვიღაცეები გადაუბირებიათ,
1400 დაჭერილი ბარიგა ორ თვეში იმას ნიშნავს,რომ მალე დიდ და ხმაურიან სასამართლო პროცესებს ვიხილავთ…
The show must go on…
ვიღაცა ფულს ფლანგავს,
ვიღაცა ფულს აბრუნებს,
ვიღაცა ფულს ათეთრებს.
და ისევ ეს სამი კატეგორია…
ოჰოი, მაგიურო სუბსტანციავ …
ყველა საგნისა და მოვლენის არსო…
ამასობაში
განკითხვის დღეც ახლოვდება.
ოქტომბერში ან ფარით ან ფარზე!
ეს არ არის ჰიპერბოლიზაცი- რეალობაა, კიდევ დაგინდეთ! (ჯერჯერობით)
სამართალი კი მოდის, უბრალოდ ურემი პერიოდულად ტალახში იძირება და ყირავდება.
P.S. გაქრა ფაროსანა, მომრავლდა შავი პეპელა. ბუნებაში ყველაფერი დაბალანსებულია, მთავარია სწორი
მხარე აირჩიო,
და გვერდი არ გეცვალოს…
ბედნიერი უქმეები და ნუ წარიკვეთთ სასოს ..

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო