ციხეში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს

გამვლელზე დანით თავდასხმის ბრალდებით 8 წლის დაპატიმრებულმა პროფკავშირის აქტივისტმა აფიადინ მამედოვმა აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების გათვისუფლების მოთხოვნით უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, 2025 წლის 14 იანვარს ბაქოს სასამართლომ მას რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა “გამვლელზე დანით დავდასხმის” საბაბით.
აქტივისტი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს. როგორც მამედოვი ამბობს, მას სინამდვილეში პროფკავშირული საქმიანობისთვის დევნიან და რეალურად იმ ადამიანის მიერ არის ნაცემი, ვის ცემასაც მას აბრალებენ.
ადვოკატის თქმით, აქტივისტის შიმშილობა არა მხოლოდ მის პირად საქმეს უკავშირდება. ის ქვეყანაში პოლიტიკურ რეპრესიებს, ადამიანის უფლებების დარღვევას და მედიისა და აქტივისტების დაპატიმრებებს აპროტესტებს.
აზერბაიჯანში 2024 წელს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, გაძლიერდა რეპრესიები ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)