“ციხეში ბოდიშის არმოხდისთვის – პოლიტიკური პატიმრობის ამაზე კლასიკური განმარტება არ არსებობს”– მალხაზ რეხვიაშვილი

ჟურნალისტი, მალხაზ რეხვიაშვილი:

როდესაც ხელისუფალი გეუბნება, ბოდიში მოიხადე და გაგიშვებო, ე.ი. მისი აზრითაც კი – საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენ. ციხეში ზიხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ბოდიშს არ იხდი.
ამ წამს მზია ამაღლობელი ციხეში “პოლიციელის გალახვისთვის” კი არ ზის, ან ანდრო ჭიჭინაძე “ორგანიზებული ძალადობისთვის”, ან სხვები იმ მუხლებით, რომლებითაც ედავებიან, არამედ ისინი სხედან ბოდიშის არმოხდისთვის.
პოლიტიკური პატიმრობის, გნებავთ – სინდისის პატიმრობის ამაზე კლასიკური, ენციკლოპედიური განმარტება არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი – რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები – ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას