ცისკარიშვილი: ვინც ენმ-ს თავს ესხმის, მანიფესტზე შემოერთდებით ვაძლევთ საშუალებას, დაბრუნდნენ

პარტიის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე თვეა “პარტიას თავს გარედან ესხმიან”, მანიფესტზე შემოერთდებით, ეძლევათ საშუალება, ისევ დაბრუნდნენ გუნდში.
“ეს ადამიანები, ძალიან ბევრი მათგანი, უკვე 8-9 თვეა გარედან პარტიას თავს ესხმის, საკუთარი თავი პარტიის გარეთ დააყენეს. ჩვენ, პირიქით, ვაძლევთ მათ საშუალებას, ამ მანიფესტზე შემოერთებით გუნდში დაბრუნდნენ. კიდევ რამდენიმე დღე იქნება, ალბათ, იმისათვის, რომ გაიარონ კონსულტაცია, გაიაზრონ, გაეცნონ ტექსტს, საკუთარ თანამოაზრეებში იმსჯელონ ამ ყველაფერზე და მიიღონ გადაწყვეტილება, უერთდებიან, უბრუნდებიან ენმ-ს, თუ კიდევ უფრო შორს აყენებენ და რიყავენ საკუთარ თავს”, – განაცხადა მან.
ამ წუთებში ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა შეკრებას მართავს. ღონისძიებას პარტიის წევრები, მათი მხარდამჭერები და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. შეხვედრაზე წაიკითხავენ ექსპრეზიდენტ ს მიმართვასაც. ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების იდეა ერთობის ჩვენებაა.
ამ დრომდე ადგილზე არ გამოჩენილა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე . ჯერ კიდევ უცნობია, მოაწერს თუ არა ის მანიფეტს ხელს.