არქივი20 სექტემბერი, 2025, 15:23
ცინცაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებსა ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.