არქივი15 ნოემბერი, 2024, 19:40
“ცვლილებისთვის” სიის ყველა წევრმა ცესკოს საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ განცხადებით მიმართა

“კოალიცია ცვლილებისთვის” სიის ყველა წევრმა ცესკოს საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ განცხადებით მიმართა – ინფორმაციას “კოალიცია ცვლილებისთვის” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩავაბარეთ დავიბრუნოთ ევროპული მომავალი!
დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!
არა რუსულ არჩევნებს!, – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.