არქივი21 სექტემბერი, 2026, 01:20
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
17 სექტემბერს, რამაზ სვანაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საბა ხარებაშვილი ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, ხოლო მის ნაცვლად 21-წლამდელთა შემადგენლობას რუსთავის მოთამაშე - ნიკოლოზ ჩიქოვანი შეუერთდება, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ივნისში, აშშ-ის წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა.
NAKREBI.GE
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.