ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიურიჩემპიონი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულასთან შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
უფრო კონკრეტულად, იგი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.
სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის 17 აგვისტოს დაიჭირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა.
4 დეკემბერს კი ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.(ფორმულა)

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)