ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცეცხლი სპეცრაზმმა გახსნა – სპეცოპერაციისას მოკლული ყოფილი დეპუტატის ოჯახის კომენტარი

ცეცხლი სპეცრაზმმა გახსნა – სპეცოპერაციისას მოკლული ყოფილი დეპუტატის ოჯახის კომენტარი

მირზა ალიევი, რომელიც სოფელ კაბალში ჩატარებული სპეცოპერაცისას მოკლეს, ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია.
ეს უაკანასკნელი საკრებულოში 2010-2014 წლებში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ალიევმა “ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“.
სპეცოპერაციის დროს მოკლული მირზა ალიევის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს – ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ახლობლები მომხდარს პოლიტიკას უკავშირებენ.
მათივე მტკიცებით, სპეცდანიშნულების რაზმის 100-ზე მეტი თანამშრომელი მირზა ალიევის საცხოვრებელ სახლში გამთენიისას 03:00 საათზე შეიჭა და ცეცხლი სწორედ შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გახსნეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.