“ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს” – ვატიკანი პაპის განცხადებას განმარტავს

კრიტიკის შემდეგ, ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს, რომლითაც ის უკრაინას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენისკენ მოუწოდებდა.
ვატიკანის პრესსპიკერი ამბობს, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კი თქვა, რომ ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და “პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.”
შეგახსენებთ, რომის პაპმა შვეიცარულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ “თეთრი დროშის” გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან