ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.55 პროცენტით იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.5 პროცენტით იმარჯვებს. კახა კალაძე დედაქალაქის მერად უკვე მესამე ვადით არის არჩეული.
ცესკო-ს ინფორმაციით, დედაქალაქში დათვლილია 584-დან 572 უბანი, რაც საერთო უბნების 97.94 პროცენტს შეადგენს.
ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
კახა კალაძე – 71.55%, 210 280 ხმა.
ირაკლი კუპრაძე – 12.45%, 36 612 ხმა.
იაგო ხვიჩია – 7.52%, 22 122 ხმა.
ზურაბ მახარაძე – 4.12%, 12 110 ხმა.
თბილისის მერობის არჩევნებში მერობის ცხრა კანდიდატი იყო რეგისტრირებული.
ამასთან, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 70,15 პროცენტი მიიღო. ასევე წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა რეგიონში მოიგო.
Next: არ მომეწონა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – მარტივია, მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, მე რა ვიცი, შეიძლება გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება რაღაც სხვას გეგმავდა, ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა, იმიტომ, რომ დღეს აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია