ცესკო-ს წევრებს იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ – კანონპროექტი

“ქართული ოცნების” დეპუტატები და “ოცნების” განაყოფი “ხალხის ძალის” წარმომადგენელთა ინიციატივით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ.
კანონპროექტი გივი მიქანაძემ, არჩილ გორდულაძემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა, თენგიზ შარმანაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა შეიმუშავეს და წარადგინეს.
მათი ინიციატივით, ცესკოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლება არათუ პოზიციაზე ყოფნისას, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც უნარჩუნდებათ.
“იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით”, – წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტს “ქართული ოცნების” პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს. მისი მიღება მარტის ბოლომდეა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ