-ს შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“, სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ისინი შეეცადნენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ წესრიგს იცავდნენ და სწორედ ამ მიზნით გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ ჭიშკრის გაღებას, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, ცესკოს ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს