ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცესკო საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

"წლის საუკეთესო საარჩევნო ადმინისტრაცია," "არჩევნების მართვა" და "კონფლიქტების მართვა არჩევნებში" - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.
საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, მე-19 საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯილდოები ცესკოს თავმჯდომარეს გადაეცა. პორტუგალიაში მიმდინარე სიმპოზიუმზე, გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს ცესკოს საქმიანობა გააცნო.
სესიაზე, რომელიც არჩევნების მომავალსა და ელექტრონული ხმის მიცემას ეხებოდა, დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.