ცესკო – საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ამავე ცნობით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მიაწოდეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ და აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის.
შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საკანონმდებლო სიახლეები, კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი პროცედურები, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მათთან საუბრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს გამჭვირვალობის პრინციპით და მიესალმება მიუკერძოებელი, ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას.
შეხვედრას საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების – Association „ALTERFACT“, „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ და საქართველოში უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება