ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

18
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას.
„გუშინ ჩვენ მივაბარეთ მიწას ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, პატრიარქი — ადამიანი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენს ეკლესიას. პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ერის სულიერი გაძლიერება, სიმშვიდისა და სიყვარულის ქადაგება, ურთულეს დროს ხალხის გაერთიანება.
მისი ცხოვრება იყო მაგალითი — რწმენის, მოთმინების, თავმდაბლობისა და უსაზღვრო სიყვარულის. ის იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ თითოეული ჩვენგანის მფარველი და გულშემატკივარი.
დღეს სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით. თუმცა გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა, მისი სიბრძნე და მის მიერ ნათქვამი სიტყვები კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს შორის და იქცევა გზამკვლევად მომავალი თაობებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მინდა მივუსამძიმრო ჩვენ ქვეყანას, საეკლესიო დასს და ყველა იმ ადამიანს, ვისშიც მისმა გარდაცვალებამ მწუხარება და ტკივილი გამოიწვია,“ – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს