ცესკოს თავმჯდომარე – ვადასტურებთ ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებს აცნობს.
შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილება მიმდინარე საარჩევნო საკითხები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია და სამომავლო გეგმები.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება აუდიტის შედეგების სიღრმისეული განხილვა.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მათ ასევე გაუზიარებენ ინფორმაციას საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების შესახებ.
„ასევე მიმოვიხილავთ დღეს არსებულ საკანონმდებლო სივრცეს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ 26 ოქტომბერს გასამართი არჩევნების სამართლებრივ ჭრილში მაღალპროფესიულად და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარება. ასევე მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, გავცვლით აზრებს. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დარჩენილ რამდენიმეთვიან პერიოდში, თუ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ჩართული მხარეების მონაწილეობით შეიძლება გაუმჯობესდეს და განვითარდეს, ამის შესაძლებლობა გვქონდეს. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად