ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. მათივე ცნობით გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
„ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრის ადრე დაიწყო. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.