ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცესკოს ვებ-გვერდი გაითიშა

ცესკოს ვებ-გვერდი გაითიშა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი გათიშულია.
მომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ვებ-გვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა. ამ დროისთვის ის სრულად გათიშულია.
ცესკო-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ვებ-გვერდის გათიშვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და მალე აღმოიფხვრება. თუმცა უწყებაში ვერ გვპასუხობენ, რამ გამოიწვია ხარვეზი.
ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, დილიდან შეფერხებით მუშაობს საკონსულოს ვებ-გვერდიც. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც. თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.
უცხოეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკონსულო აღრიცხვა უნდა უნდა გაიარონ. ამისთვის დრო მათ 7 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ. თუმცა საკონსულო აღრიცხვის შესახებ განაცხადის განხილვის ვადა 5 სამუშაო დღეა.
გუშინ, 3 ოქტომბერს, სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის სპიკერმა, ლონდა თოლორაიამ მოუწოდა როგორც ცესკოს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ მოქალაქეთა ინფორმირებისა და ამ დრომდე არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
“დარჩენილ 5 დღეში გაიხსნას სამუშაო საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე უზრუნველყოფილი იქნეს მათი საარჩევნო უფლების რეალიზება”, – აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციები.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.