არქივი16 ნოემბერი, 2024, 01:26
ცესკოს დღევანდელ სხდომაზე არჩევნების შედეგების შეჯამების პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გაიმართება

16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება.
ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აანონსებენ. "ძლიერი საქართველო" კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.