ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის , არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების ორგანიზების პროცესში, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტების არსებით როლზე საარჩევნო პროცესებში, ასევე აუცილებლობაზე საზოგადოებამ მუდმივად მიიღოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შესახებ და გამორჩეულად კი საარჩევნო პერიოდში.
ღონისძიებას ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირიც ესწრებოდა. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და იმ პროცესების შესახებ ისაუბრეს, რომელიც არჩევნებისთვის მზადების პროცესში და უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ხორციელდება.
“ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც, რა თქმა უნდა, მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, იმისთვის, საარჩევნო პროცესები აქტიურად გაშუქდეს, მნიშვნელოვანია მედიას მუდმივად მივაწოდოთ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მიზნით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მედია საშუალებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მათ აქვთ შესაძლებლობა, უშუალო სამუშაო გარემოში მოისმინონ დეტალები ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში განსაკუთრებულ ადგილს იძენს,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის დასრულებისას.
„იმისათვის, რომ მედიამ, სწორად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზება, იმისათვის, რომ გვყავდეს ინფორმირებული ელექტორატი, მნიშვნელოვანია მუდმივად ზრუნვა საარჩევნო კულტურისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ამ თვალსაზრისით კი ჩვენი მხრიდან ადმინისტრირებას ხელს უწყობს, როცა ყველა ჩართული მხარე, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტია, მედია თუ დამკვირვებელი არის ინფორმირებული. ამიტომ სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს შეხვედრებსა და საინფორმაციო სასწავლო პროგრამებს, რაც სწორედ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“ – აღნიშნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა.
როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რითაც საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მჭიდრო, საქმიან ურთიერთობებს მედიასთან ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს