ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ კომპლექსში იმყოფებოდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ კომპლექსში მიმდინარე სასწავლო წვრთნა მოინახულეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სპორტული კომპლექსი 40 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.
„კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის როგორიცაა: კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. შენობის ჯამური ფართი 1 157 კვადრატული მეტრია.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსი კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მიერ აშენდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.