ცემით მოკლული ძაღლი და მოძალადე, რომელიც პედოფილიაშიცაა მხილებული – რა მოხდა მარნეულში

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შინაური ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტს ასახავს. თითქმის ერთწუთიან უწყვეტ კადრში კარგად ჩანს მამაკაცი, რომელიც ძაღლს ხელკეტს გამეტებით, გაუჩერებლად ურტყამს.
ძაღლის მკვლელობის ამსახველი კადრებს მოძალადის ოჯახის წევრი იღებს. ვიდეომასალაში თავდამსხმელის გარდა სხვა არავინ ჩანს, თუმცა ფაქტს არაერთი შემსწრე ჰყავს. მათგან არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც მამაკაცს შეაჩერებდა და ძაღლს სასტიკი ძალადობისგან იხსნიდა. მეტიც, ვიდეოში წამახალისებელი ფრაზებიც ისმის. მასალა, რეალურად, კიდევ უფრო ვრცელია და მძიმე. სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდეოკადრები სრულად არ გასაჯაროებულა.
მოძალადე 50 წლის არიფ გოიშოვია. ის სამართალდამცველებმა გუშინვე დააკავეს. შინაურ ცხოველზე თავდასხმის საზარელ დანაშაულს საკუთარი თვალებით უყურა დაკავებულის დედამაც. ქალი დღეს “კურიერთან” შვილის გამართლებას ცდილობდა.
დაკავებულის დედა “კურიერთან” შვილის კიდევ ერთ უმძიმეს სავარაუდო დანაშაულზე ჰყვება. ირკვევა, რომ ძაღლზე მოძალადე პედოფილიაშიც არის მხილებული. ფაქტს დედა უარყოფს, თუმცა სოფელში აღარავინ მალავს, რომ მამაკაცმა მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის კაცმა 13 წლის გოგონას, სანაცვლოდ, თანხაც შესთავაზა.
სასტიკი დანაშაულით შეძრული ცხოველთა უფლებადამცველები და მოქალაქეები ღამით მარნეულის პოლიციასთან შეიკრიბნენ. ისინი ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ. დანაშაული 4 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
ძაღლის მკვლელობის საქმის განხილვას სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს. არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დაუმძიმდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მას არასრულწლოვანის შევიწროების მცდელობის ფაქტიც დაუმტკიცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს