ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცემა, წიწაკის სპრეი, თავდასხმა – რა ხდება რუსთაველზე

ცემა, წიწაკის სპრეი, თავდასხმა – რა ხდება რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე პოლიცია აქციას ძალადობრივად არბევს. ისინი სათითაოდ ესხმიან თავს ადამიანებს, და ფიზიკურად უსწორდებიან, მაშინაც კი, თუ მოქალაქე ეუბნება, რომ ნებაყოფლობით გაჰყვება.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც
აქციის მონაწილეთა ჯგუფმა თავის დაცვა სცადა, თუმცა, რამდენიმე პირი მაინც დააკავეს.
ხმოვანი სიგნალის მიხედვით, შესაძლოა, წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.