ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცაჰკნა: მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი

ცაჰკნა: მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი

ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე, რომლის დღის წესრიგში EU-ის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა, ეუროპოპმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას საქართველოზეც ჰკითხა.
მისი თქმით, ესტონეთმა უკვე გადადგა ნაბიჯები, დაუწესა პერსონალური სანქციები ქართველ მაღალჩინოსებს. მისივე თქმით, ესტონეთი მოუწოდებს EU-ს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.
"ესტონეთმა დაუწესა ათობით სხვადასხვა პირს პერსონალური სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და პრემიერს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ შევაფასოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქმედებები შეცვალოს", - თქვა მარგუს ცაჰკნამ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.