არქივი14 ნოემბერი, 2023, 10:27
„ცაჰალმა“ დაადასტურა მძევლად აყვანილი 19 წლის კაპრალის ნოა მარჩიანოს დაღუპვა, რომელიც, „ჰამასის“ მტკიცებით, ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა

„ცაჰალმა“ დაადასტურა, რომ 19 წლის კაპრალი ნოა მარჩიანო, რომელიც „ჰამასმა“ მძევლად 7 ოქტომბერს აიყვანა, დაიღუპა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ისრაელური მედიის ცნობით, ნოა მარჩიანო „ნაჰალ ოზის“ ბაზაზე მსახურობდა, რომელზეც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები შეიჭრნენ.
მანამდე „ჰამასმა“ გაავრცელა 11 ოქტომბერს გადაღებული ვიდეო, რომელშიც მძევლად აყვანილი ნოა მარჩიანო საუბრობდა. ვიდეოს მეორე ნაწილში მისი ცხედარია ნაჩვენები. „ჰამასის“ მტკიცებით, ნოა მარჩიანო ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.