არქივი18 ივნისი, 2024, 14:41
ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილზე, მეწყერი ჩამოწვა
ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მოსული წვიმისა და სეტყვის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ მიზეზით ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი იყო. ინფორმაციას ავრცელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.
მეწყრული პროცესები განვითარდა ხუთ ადგილზე. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია - ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ბოძებია დაზიანებული.
როგორც მერიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე წერტილი და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.