არქივი22 იანვარი 2024, 11:36
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ახალ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები. ბაღი აღიჭურვა განახლებული ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.