ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ენმ-ს დეპუტატები

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მის რეპლიკას რეაქცია მოჰყვა ანა წითლიძის მხრიდან - ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.
ინციდენტი იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, რა დროსაც მას გამოსვლა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. ბოკუჩავამ მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.