ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩხუბის დროს გარდაცვლილი კაცის საქმეზე 1 პირი დააკავეს

ჩხუბის დროს გარდაცვლილი კაცის საქმეზე 1 პირი დააკავეს

რუსთავში, ჩხუბის დროს 45 წლამდე კაცის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადა.

დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველების მიერ, გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით"- წერს შსს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.