ჩხრეკა ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის ბინაშიც

პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამოქალაქო აქტივისტის, „სირცხვილიას“ ყოფილი წევრის, მარიამ გეგუჩაძის ბინაშიც. გეგუჩაძე ჟურნალისტისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილია.
„ჩემს ბინაში ჩხრეკა ისე ტარდება, რომ არ მიშვებენ არც მე და არც ჩემს ადვოკატს. თვითონ არიან… ბინაში შეიძლება იყოს ბიძაჩემი, რომელსაც ტელეფონზე ვურეკავ და არ მპასუხობს… ჩხრეკა უკავშირდება მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელიც გაუქმებულია“, – თქვა გეგუჩაძემ ჩხრეკის მიმდინარეობისას.
ალეკო ცქიტიშვილთან და მარიამ ბაჯელიძესთან ჩხრეკა დამთავრდა, ნანუკა ჟორჟოლიანთან კი გრძელდება. რადიო თავისუფლბა გაეცნო მარიამ ბაჯელიძისთვის გადაცემულ განჩინებას. მასში წერია, რომ დოკუმენტი გამოიცა 2 აპრილს 30-დღიანი მოქმედების ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა