არქივი16 მარტი, 2025, 14:07
ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
ხანძარი, დედაქალაქ სკოპიეს აღმოსავლეთით, ქალაქ კოჩანში, კლუბ “პულსში” მიმდინარე კონცერტისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა. კლუბში დაახლოებით 1 500 ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა მინისტრის პანჩე ტოსკოვსკის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.