ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის მთავარი პროპაგანდისტი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეის მთავარი პროპაგანდისტი, კიმ კი ნამი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. 60 წლის განმავლობაში კიმი ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის შესახებ სხვადასხვა პროპაგანდისტული ნარატივების შექმნას.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პერსონალურად ხელმძღვანელობს მაღალჩინოსნის დაკრძალვის კომიტეტს.
კიმ კი ნამი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გამოცემის, Rodong Sinmun-ის მთავარი რედაქტორი იყო 1970-იან წლებში, ხოლო 1980-იანებში, როდესაც კიმ ჩენ ირი კიმ ირ სენის მემკვიდრედ ოფიციალურად დასახელდა, კიმ კი ნამი მმართველი პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
როგორც მთავარი პროპაგანდისტი, მას ევალებოდა კიმების დინასტიის შესახებ სხვადასხვა ნარატივების შექმნა, რითიც მათ მმართველობას მაქსიმალურ ლეგიტიმაციას მისცემდა ხალხის თვალში.
სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებული ნეკროლოგის მიხედვით, კიმ კი ნამი გამოირჩეოდა პარტიისა და ქვეყნის ლიდერის მიმართ ერთგულებით და მან 60-წლიანი კარიერის მანძილზე ხელი შეუწყო "რევოლუციის იდეოლოგიური სიწმინდის" გაძლიერებას. ასევე საუბარია ძალაუფლების კიმ ჩენ ინზე გადაცემის დროს მის როლზე "მონოლითური მმართველობის სისტემის" ჩამოყალიბებაში.
ჩრდილოკორეელ მაღალჩინოსანს ხუთშაბათს დაკრძალავენ და ცერემონიას, სავარაუდოდ, ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩაუდგება სათავეში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.