ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ კორეის მიერ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქვეყანა ბირთვულ დარტყმას განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ლიდერის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება

ჩრდილოეთ კორეის მიერ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქვეყანა ბირთვულ დარტყმას განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ლიდერის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ კონ­სტი­ტუ­ცია გა­ნა­ახ­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კიმ ჩენ ინის მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის სა­პა­სუ­ხო ბირ­თვულ დარ­ტყმას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"ტე­ლეგ­რა­ფის" ცნო­ბით, ცვლი­ლე­ბა ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, ალი ხა­მე­ნე­ის და სხვა ირა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის ფონ­ზე მოხ­და. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის უზე­ნა­ე­სი სა­ხალ­ხო კრე­ბის სე­სი­ა­ზე დამ­ტკიც­და, რო­მე­ლიც 22 მარტს ფხე­ნი­ან­ში გა­ი­მარ­თა, ნათ­ქვა­მია გა­მო­ცე­მა­ში.

სამ­ხრეთ კო­რე­ის ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნა.

"თუ სა­ხელ­მწი­ფოს ბირ­თვუ­ლი ძა­ლე­ბის მარ­თვის და კონ­ტრო­ლის სის­ტე­მას მტრუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმე­ბი საფრ­თხეს შე­უქ­მნის.. ბირ­თვუ­ლი დარ­ტყმა ავ­ტო­მა­ტუ­რად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა",- ნათ­ქვა­მია გა­ნახ­ლე­ბულ დე­ბუ­ლე­ბა­ში.

გა­სულ თვე­ში, კიმ ჩენ ინმა პი­რო­ბა დადო, რომ კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებ­და ქვეყ­ნის ბირ­თვულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ამავდრო­უ­ლად შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და მკაცრ პო­ზი­ცი­ას სამ­ხრეთ კო­რე­ის მი­მართ, რო­მე­ლიც მან "ყვე­ლა­ზე მტრუ­ლად გან­წყო­ბილ" სა­ხელ­მწი­ფოდ გა­მო­ა­ცხა­და. აგ­რეთ­ვე, კიმ ჩენ ინმა აშშ ტე­რო­რიზმსა და აგ­რე­სი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მი­ა­ნიშ­ნა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას მზარ­დი გლო­ბა­ლუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე შე­უძ­ლია უფრო აქ­ტი­უ­რი როლი ითა­მა­შოს ვა­შინგტო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

წყა­რო: nypost.com

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.