ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს იმ გემთსაშენი ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც ახალი სამხედრო გემის გაშვების დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაზე არიან პასუხისმგებელნი

ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს იმ გემთსაშენი ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც ახალი სამხედრო გემის გაშვების დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაზე არიან პასუხისმგებელნი.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაკავებული არიან ჩონჯინის გემთსაშენი ქარხნის მთავარი ინჟინერი, კორპუსის მშენებლობის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციულ საქმეთა მენეჯერის მოადგილე.

წარუმატებელ გაშვებას, რომელმაც 5 000 ტონიანი სამხედრო გემი დააზიანა, კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ავარიამ “ქვეყნის ღირსება შელახა” და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს დასჯის.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი