ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოცადა
ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოცადა შეერთებული შტატების, იაპონიის და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების საპასუხოდ. ამის შესახებ მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„იარაღის წყალქვეშა სისტემების ინსტიტუტმა, რომელიც დაქვემდებარებულია ეროვნული თავდაცვის აკადემიას, იაპონიის ზღვაში ჩაატარა წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის Haeil-5-23-ის მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელიც დამუშავების პროცესშია,“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო არ აკონკრეტებს ზუსტად როდის ჩატარდა ტესტირება, მაგრამ აღნიშნულია, რომ ეს იყო პასუხი შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მიერ „პროვოკაციულ სამხედრო წვრთნებზე“, რომელიც 15 იანვრიდან ტარდებოდა სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუს ირგვლივ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.