ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა, – ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.
„დღეს, დაახლოებით 16:00-დან 17:00 საათამდე, ჩრდილოეთ კორეის ძალებმა კუნძულ იონპიონგის ჩრდილო-დასავლეთიდან 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვის გასროლა განახორციელეს“, – ნათქვამია სეულის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში.
სეულმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად ჩრდილოეთ კორეამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა.
კუნძულები ორი მხარის დე ფაქტო საზღვაო საზღვრის სამხრეთით მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ