ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩრდილოეთ კორეამ, დაახლოებით შუადღისას, გიონგუისა და დონჰაეს გზების ნაწილი სამხედრო სადემარკაციო ხაზის ჩრდილოეთით ააფეთქა“, - აცხადებენ გაერთიანებული შტაბის უფროსები.
გაერთიანებული შტაბის უფროსებმა აღნიშნეს, რომ სათვალთვალო დაზვერვა და მზადყოფნა გააძლიერეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.