ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ხელმოწერილი თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პაქტის რატიფიკაციის შესახებ განკარგულებას ხელი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა და დოკუმენტი ძალაში მაშინ შევა, როდესაც მხარეები რატიფიკაციის ინსტრუმენტებს გაცვლიან.
ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი ორი დღის წინ მოაწერა.
ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, თუ რომელიმე ხელმომწერი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით.
დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი ივნისში, პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს მოაწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…