ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა ფხენიანში ეკონომიკურ, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ საკითხებზე ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ინფორმაციის ორმხრივი გაცვლისა და თანამშრომლობის ნაბიჯები განიხილეს“, - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.
ფხენიანში რუსეთის სამთავრობო დელეგაციას ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე კოზლოვი ხელმძღვანელობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.